აშშ-ში სწავლა - ნიშნების ფურცელი და დიპლომი

აუცილებელი საბუთები, რომლებიც დიდ გაურკვევლობას იწვევს

ამერიკის ყველა უნივერსიტეტი ითხოვს შემდეგ საბუთებს თქვენი მოსწრებების შესაფასებლად:

მაგისტრანტებისა და ასპირანტებისთვის:

• უმაღლესი სასწავლებლის დიპლომის ასლი (ბეჭდით დამოწმებული და
  ხელმოწერილი რექტორის ან პრორექტორის მიერ);
• უმაღლესი სასწავლებლის დიპლომის ინგლისურენოვანი თარგმანის ასლი
  (მთარგმნელობითი ბიუროს ბეჭდით დამოწმებული და ნოტარიუსის მიერ
  დამტკიცებული);
• უმაღლესი სასწავლებლის ნიშნების ფურცლის ასლი და თარგმანი.
  განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა ამ საბუთს, რომელშიც ნათლად
  უნდა იყოს აღნიშნული საათების რაოდენობა.

ბაკალავრებისთვის:

• საშუალო სკოლის ატესტატის ასლი და მისი თარგმანი (სკოლის დირექტორის
  მიერ ხელმოწერილი და ნოტარიუსის მიერ დამტკიცებული);
• საშუალო სკოლის ნიშნების ფურცლის ასლი და მისი თარგმანი (სკოლის
  დირექტორის მიერ ხელმოწერილი და ნოტარიუსის მიერ დამტკიცებული).
  ამ საბუთს დიდი ყურადღება ექცევა. შეეცადეთ, აღნიშნოთ საათების
  რაოდენობა, რომელიც თქვენს მიერ შესწავლილ საგნებს დაეთმო.

ამერიკაში დიდ ყურადღებას აქცევენ საზოგადოებრივ, კლასგარეშე საქმიანობას. სასურველია აპლიკაციას დაურთოთ დამატებითი ინფორმაცია:

• უნივერსიტეტში და სკოლაში თქვენი საზოგადოებრივი აქტიურიბის შესახებ;
• სპორტული მიღწევების შესახებ;
• სამეცნიერო ან სასწავლო ოლიმპიადებში მონაწილეობისა და შედეგების შესახებ;
• გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია;
• პატენტებისა და გამოგონებების სია და საბუთების ასლები;
• სტატიების ასლი საუნივერსიტეტო, სასკოლო ან სხვა გაზეთებსა და
  ჟურნალებში თქვენი საქმიანობის შესახებ.

იმ შემთხვევაში, თუ ასეთი სახის ინფორმაცია დიდი რაოდენობით დაგიგროვდათ, სასურველია მისი ორგანიზება რეზიუმეს სახით, სადაც თქვენ მოკლედ აღწერთ თქვენს მიღწევებს. დახმარებისთვის და რჩევისთვის მიმართეთ "კვალი"-ს ცენტრს.

გახსოვდეთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი საბუთები და ინფორმაცია კარგად უნდა ეთანხმებოდეს და ავსებდეს სხვა აუცილებელ საბუთებს:

• ესსე საკუთარი თავისა და მიზნების შესახებ (უნდა იყოს ახსნილი, თუ რატომ
  გსურთ აშშ-ში სწავლის გაგრძელება).
სარეკომენდაციო წერილები .
ფინანსური დახმარების არსებობის დამადასტურებელი საბუთი.