ფორმა
და
ფორმალობა,
რომელიც
განსაზღვრავს
თქვენს
წარმატებას
აპლიკაციის
პროცესი
არის
ამერიკის
უნივერსიტეტებთან
დაკავშირებისა
და
თქვენი
პირადობის
წარდგენის
მეტად
მნიშვნელოვანი
პროცედურა,
რომელიც
უნივერსიტეტების
მიერ
განსაზღვრული
აპლიკაციის
წესების
ზუსტ
და
დეტალურ
შესრულებას
მოითხოვს.
გახსოვდეთ,
თქვენი
ვალდებულებაა,
დაიცვათ
და
შეასრულოთ
ყველა
აუცილებელი
მოთხოვნა.
გაამახვილეთ
ყურადღება
დამატებით
ინფორმაციაზე.
სათანადოდ
წარმოაჩინეთ
საკუთარი
თავი,
რათა
უნივერსიტეტი
დაინტერესდეს.
ხშირად
არასავალდებულო
ინფორმაციას
გადამწყვეტი
მნიშვნელობა
ენიჭება.
მიეხმარეთ
უნივერსიტეტს,
თქვენში
ის
გამორჩეული
თვისებები
დაინახოს,
რომლის
შესახებაც
მხოლოდ
თქვენ
და
თქვენმა
ახლობლებმა
იციან.
მეტნაკლებად,
ყველა
უნივერსიტეტი
აპლიკანტისგან
ითხოვს
შემდეგ
აუცილებელ
საბუთებს:
• სააპლიკაციო ფორმები
;
•
სტანდარტული ტესტების შედეგები, გამოცდების შედეგები. ამერიკის
უნივერსიტეტები ითხოვენ შემდეგი
გამოცდების
შედეგებს:
SAT
(ბაკალავრებისთვის),
GRE , Subject
GRE,
GMAT (მაგისტრებისა და
ასპირანტებისთვის),
TOEFL (უცხოელი
სტუდენტებისთვის);
•
ნიშნების ფურცელი (
Transcript) და
დიპლომის
ასლი
და
თარგმანი;
• ესსე (
Essay);
•
ფინანსური ფორმები და საბუთები;
•
რეკომენდაციის წერილები
(აუცილებელია
მაგისტრატურაში/ასპირანტურაში
ჩასარიცხად)
დამატებითი
ინფორმაციისთვის
შეიძლება
წარადგინოთ
ნებისმიერი
საბუთი,
რომელიც
ხაზს
უსვამს
თქვენს
გამორჩეულ
თვისებებს.
მაგალითად:
• სამეცნიერო და სასწავლო ოლიმპიადებზე, კონფერენციებზე მონაწილეობის
და
გამარჯვების
დამადასტურებელი
საბუთების
ასლები
და
თარგმანები;
• გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების
სია
და
ასლები;
• სიგელები;
• საზოგადოებრივი აქტიურობის დამადასტურებელი
საბუთები
და
ამ
საქმიანობის
დახასიათება;
• პატენტების ასლები და თარგმანები.
აქ გარკვეული
სიფრთხილე
და
ზომიერებაა
საჭირო.
დიდი
რაოდნობით
დამატებითი
ინფორმაციის
მიწოდება,
განსაკუთრებით
არამნიშვნელოვან
მოვლენებსა
და
მიღწევებზე,
ხშირად
უარყოფითად
მოქმედებს
შემფასებლებზე.
ამის თავიდან
ასაცილებლად,
ზოგ
შემთხვევაში
მიზანშეწონილია
საბუთებს
დაურთოთ
რეზიუმე.
თუ
თქვენი
საქმიანობა
და
წარმატებების
ნუსხა
საკმაოდ
დიდია
და
შთამბეჭდავი,
შეეცადეთ
რეზიუმეს
სახით
ჩამოთვალოთ
თქვენი
წარსული
საქმიანობა
და
გამოყოთ
ძირითადი
მიღწევები.
გახსოვდეთ,
რომ
რეზიუმე
ავტობიოგრაფია
არ
არის
და
მის
შედგენას
გარკვეული
ცოდნა
და
გამოცდილება
სჭირდება.
რეზიუმეს
შედგენისას
აუცილებლად
ისარგებლეთ
ექსპერტის
დახმარებით.
და ბოლოს
- საშუალოდ
ამერიკელი
სტუდენტი
აპლიკაციას
აგზავნის
5 - 7
უნივერსიტეტში
.
ეს
საკითხიც
ყურადღებითაა
გადასაწყვეტი
- უნივერსიტეტები
გულდასმით
უნდა
შეირჩეს.
ბევრ
უნივერსიტეტში
საბუთების
გაგზავნა
ერთი
მხრივ
ზრდის
თქვენი
ჩარიცხვის
შანსებს,
მაგრამ
ამავე
დროს,
მოითხოვს
დროსა
და
დამატებით
რესურსებს.