ამერიკის
განათლების
სისტემა
დიდი
მრავალფეროვნებით
გამოირჩევა
და
მისი
კარგად
ცოდნა
აუცილებელია
სწორი
არჩევანის
გასაკეთებლად.
უნივერსიტეტებსა
და
კოლეჯებში
სწავლება
ძირითადად
ორწლიანია
ან
ოთხწლიანი.
ორწლიანი
კოლეჯების,
რომლებსაც
ხშირად
ადგილობრივ
(community) კოლეჯებსაც უწოდებენ, დანიშნულებაა მაღალპროფესიული კადრების
მომზადება.
ამ
კოლეჯებში
ჩარიცხვის
კრიტერიუმები
გარკვეულწილად
მარტივია
და
სწავლის
ღირებულებაც
- შედარებით
ხელმისაწვდომი.
კურსდამთავრებულებს
ეძლევათ
სხვადასხვა
სერტიფიკატი
და
ენიჭებათ
არასრული
ბაკალავრის
წოდება.
ამგვარ
კოლეჯებს
არა
აქვთ
უფლება
მოამზადონ
მაგისტრები
და
ხარისხის
მაძიებლები.
პრაქტიკულად,
ორწლიან
კოლეჯებს
უკავიათ
ნიშა
- სკოლასა
და
უნივერსიტეტს
შორის.
ოთხწლიანი
კოლეჯების
დიდი
ნაწილი
სტუდენტებს
სთავაზობს
სპეციალობების
ფართო
სპექტრს,
როგორც
ბაკალავრის,
ასევე
მაგისტრატურის/ასპირანტურის
დონეზე
და
ამიტომ
ხშირად
იწოდებიან
უნივერსიტეტებად.
ასეთი
უნივერსიტეტები
სტრუქტურულად
შეიძლება
შედგებოდეს
რამოდენიმე
კამპუსისგან
(campus) და
ადმინისტრაციულად
ჰქონდეს
სხვადასხვა
სამეცნიერო-სასწავლო
ერთეული
(კოლეჯი,
სკოლა,
ცენტრი).
აშშ-ში არსებობს
სახელმწიფო
და
კერძო
ტიპის
უნივერსიტეტები,
რომელთა
შორის
სხვაობა
ფედერალურ
დაქვემდებარებასა
და
დაფინანსების
წყაროებშია.
სახელმწიფო
უნივერსიტეტები
ფინანსდება
რომელიმე
კონკრეტული
შტატის
ბიუჯეტიდან,
რის
გამოც
სწავლის
გადასახადი
შედარებით
დაბალია,
მაშინ,
როდესაც
კერძო
უნივერსიტეტები
ძირითადად
არსებობენ
შემოწირულობების,
მაღალი
სასწავლო
გადასახადებისა
და
სამეცნიერო
გრანტების
ხარჯზე.
ამერიკის
უნივერსიტეტების
რეიტინგი,
ჩვეულებრივ,
პირდაპირ
კავშირშია
უნივერსიტეტში
სწავლის
ხარისხთან
და
ღირებულებასთან.
პრესტიჟული
უნივერსიტეტები
შემსვლელთათვის
აწესებენ
მაღალ
გამსვლელ
კრიტერიუმებს
და
ყველანაირად
ცდილობენ
განსაკუთრებით
ნიჭიერი
ახალგაზრდების
მოზიდვას.
ასევე
დიდი
ყურადღება
ექცევა
სტანდარტების
დონის
შენარჩუნებას.
ასეთი
უნივერსიტეტები
საკმაოდ
მკაცრად
ცხრილავენ
შედარებით
წარუმატებელ
სტუდენტებს,
რის
გამოც,
ძალიან
მაღალია
სტრესი
სწავლის
პროცესში.
ამიტომ,
უნივერსიტეტის
შერჩევისას,
განსაკუთრებით
ეცადეთ,
რაც
შეიძლება
სწორად
შეაფასოთ
თქვენი
შესაძლებლობები.


