აშშ-ში სწავლა - აშშ-ს სტუდენტური ვიზა

ვიზის კატეგორიები

მნიშვნელოვანია იცოდეთ თუ რა სახის ვიზები არსებობს სტუდენტებისათვის.
F-1 კატეგორიის ვიზა ყველაზე გავრცელებული ვიზის სახეობაა სტუდენტებისთვის და განკუთვნილია ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის, ასევე ენის შესასწავლ სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობის მიმღებთათვის. ძალიან ცოტა სტუდენტი იღებს M-1 კატეგორიის ვიზას, რომელიც განკუთვნილია იმ სტუდენტებისათვის, ვისაც სურს ტექნიკური ან პროფესიული ტრეინინგების გავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

J-1 კატეგორიის ვიზა განკუთვნილია მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის ან გაცვლით პროგრამებში მონაწილეთათვის, მასწავლებლებისთვის, მკვლევარებისთვის და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების მონაწილეთათვის, როგორიცაა ფულბრაიტის პროგრამა.

J-1 ვიზის მისაღებად მზადება დაიწყეთ გამგზავრების დღემდე ორი თვით ადრე. კარგად მოემზადეთ გასაუბრებისთვის. გახსოვდეთ, რომ გასაურება დაახლოებით 3 წუთი გრძელდება. თქვენ ამ დროში უნდა შეძლოთ დაარწმუნოთ კონსული, თქვენი ამეერიკაში წასვლის მიზანი ნამდვილად სწავლაა, რომ შეგიძლიათ დააფინანსოთ თქვენი განათლება და რომ მჭიდრო კავშირი გაქვთ თქვენს ქვეყანასთან.

მოთხოვნები და პროცედურები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირია.

• თქვენ ქვეყანაში არსეუბლი მოთხოვნებისა და პროცედურების შესახებ
  ინფორმაციის  მიღება  შეგიძლიათ ამერიკის შეერთებული შტატების
  საგანმანათლებლო  საინფორმაციო  ცენტრებში.
• სააპლიკაციო ფორმებისა და დაწვრილებითი ინფორმაციის მოპოვება
  შეგიძლიათ თქვენს  ქვეყანაში არსებული ამერიკის შეერთებული
  შტატების საელჩოში.
• ინფორმაციის ნახვა ასევე შეგიძლიათ შემდეგ გვერდებზე:
   http://exchanges.state.gov/education/educationusa/
   http://www.travel.state.gov/visa_services.html

აპლიკაციის შეტანისას გაითვალისწინეთ:

სტუდენტური ვიზის მისაღებად საჭიროა იქონიოთ უნივერსიტეტიდან შესაბამისი საბუთი: I-20 ფორმა F-1 კატეგორია ვიზის მისაღებად და IAP-66 ფორმა J-1 კატეგორია ვიზის მისაღებად. ჩარიცხვის შემთხვევაში უნივერსიტეტბი თავად გამოაგზავნიან ამ ფორმებს. შეამოწმეთ, რომ სწორედ იყოს თქვენი სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პროგრამის დასახელება, ფინანსური ინფორმაცია და ოფიციალურად იყოს ხელმოწერილი.

თუ თქვენი I-20 და IAP ფორმები წესრიგშია, შეგიძლიათ შეავსოთ განახცადი ვიზაზე.

თუ ვიზის გაცემაზე მიიღეთ უარი, კონსული ვალდებულია წერილობით დაასაბუთოს მისი გადაწყვეტილება.

უფლება გაქვთ მეორედ შეიტანოთ განაცხადი ვიზის მისაღებად, მაგრამ უნდა წარადგინოთ დამაჯერებელი მტკიცებულობა, რათა გააბათილოთ პირველად ვიზის გაცემაზე მიღებული უარი.