აშშ-ში სწავლა - სააპლიკაციო ფორმა

ფორმალური ანკეტა თქვენი მონაცემებით

ყოველ უნივერსიტეტსა და სასწავლებელს გააჩნია თავისი სააპლიკაციო ფორმა, რომელიც საშუალებას იძლევა, თავი მოუყაროს ინფორმაციას თითოეული სტუდენტის შესახებ. სააპლიკაციო ფორმის შევსებისას, აუცილებელია, ყურადღებით ჩაიწეროს ინფორმაცია თითოეულ გამოყოფილ გრაფაში და დაერთოს მითითებული საბუთების ნუსხა. სააპლიკაციო ფორმის შევსებისას, უმჯობესია, ინფორმაცია იყოს დაბეჭდილი ან დაწერილი გარკვევით, ბეჭდური ასოებით.

ბოლო დროს უნივერსიტეტები უპირატესობას ანიჭებენ აპლიკაციის შევსებას ინტერნეტის საშუალებით. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს დროსა და ხარჯებს. ამიტომ, აუცილებლად შეეცადეთ, პირველ რიგში Online აპლიკაციების შევსებას. ეს თქვენთვისაც სასარგებლია, რადგან ასე დაგეზოგებათ საფოსტო გადაგზავნის ხარჯები და, ამავე დროს, დარწმუნებულები იქნებით, რომ აპლიკაციამ ადრესატამდე მიაღწია.

ყურადღებით შეავსეთ სააპლიკაციო ფორმები. განსაკუთრებით დიდი დრო დაუთმეთ თავისუფალ კითხვებს, რომელიც თქვენგან აზრის ჩამოყალიბებას მოითხოვს.

 
სასარგებლო რჩევა:
Online აპლიკაციების შევსებისთვის ჯერ კითხვები ჩამოწერეთ და შეავსეთ დროებით ფაილში. ეს შეამცირებს აპლიკაციის შევსების დროს და შეცდომების დაშვების შესაძლებლობას.

გახსოვდეთ
- ზოგი უნივერსიტეტი ითხოვს ორი ან მეტი აპლიკაციის ფორმის შევსებას.

აპლიკაციის ფორმების შევსებისას ქართველი სტუდენტები ხშირად უშვებენ შემდეგ შეცდომებს:

• გამოტოვებულია ინფორმაცია. ზოგი გრაფა შევსებული არ არის.
• თავისუფალი კითხვები არ არის სწორად გაგებული და შევსებული.
• საკონტაქტო ინფრორმაციად საქართველოში მცხოვრები პიროვნების
  მისამართია მითითებული. საფოსტო მომსახურებაში დაგვიანებების გამო,
  ხშირად ხდება ინფორმაციის დაყოვნება, რაც დაუშვებელია. ამიტომ,
  უმჯობესია, ისარგებლოთ ინტერნეტული მისამართით, ან მიუთითოთ
  ამერიკაში თქვენი ახლობლის მისამართი.
• თუ უნივერსიტეტი მოითხოვს რამდენიმე ფორმას, ხშირია ზოგიერთი
  აუცილებელი ფორმის საერთოდ არშევსების შემთხვევები.
• სტუდენტები ხშირად არ ურთავენ ფინანსურ ინფორმაციას, ან არ ავსებენ
  შესაბამის გრაფას.
• ზოგი უნივერსიტეტი ითხოვს " Application Fee Waver"-ის შევსებას.
  აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ამ გრაფას და შეავსეთ
  სათანადო ინფორმაციით.
• ხშირად უყურადღებოდ რჩება საერთო საცხოვრებლის გრაფა. ეს ძირითადად
  გამოწვეულია ამ საკითხის არცოდნით. შეეცადეთ, დახმარებისთვის მიმართოთ
  ამ საკითხში კომპეტენტურ პიროვნებას, რომელსაც აქვს შესაბამისი
  გამოცდილება. ამის გაუთვალისწინებლობამ შეიძლება
  დიდი პრობლემები შეგიქმნათ, განსაკუთრებით, სწავლის პირველ სემესტრში.
• ზოგი უნივერსიტეტი ითხოვს არასავალდებულო, დამატებით ინფორმაციას
  აპლიკანტისგან. ხშირად ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია და უნივერსიტეტი
  იყენებს დახმარების აღმოჩენის მოსაძიებლად. ყურადღება მიაქციეთ ასეთ
  ინფორმაციას.