აშშ-ში სწავლა - მოსამზადებელი საფეხურები

სწორი გადაწყვეტილების მიღება წარმატების აუცილებელი პირობაა

ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად ყოველწლიურად ასობით ათასი სტუდენტი ჩადის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. თუ გაქვთ სურვილი, შეუერთდეთ მათ რიცხვს, ჩვენი ცენტრი დაგეხმარებათ ამ მიზნის მიღწევაში. ამისთვის, პირველ რიგში, უნდა გაეცნოთ ამერიკის უმაღლესი განათლების სისტემას.

• მოიძიეთ ზოგადი ინფორმაცია ამერიკის უნივერსიტეტების შესახებ .
• შეარჩიეთ რამდენიმე უნივერსიტეტი და ყურადღებით დაათვალიერეთ მათი
  ინტერნეტ-საიტები.
• მიაქციეთ ყურადღება,
• თუ რა აკადემიურ ხარისხს სთავაზობს სასწავლებელი,
• პირობებს,
• როგორია უნივერსიტეტის ადგილმდებარეობა,
• სტუდენტთა რაოდენობა,
• სწავლის საფასური,
ფინანსური დახმარების მიღების შესაძლებლობა,
• საცხოვრებელი პირობები,
საერთაშორისო სტუდენტთა მომსახურება.


უნივერსიტეტში სპეციალობის შერჩევას თავისი სპეციფიკა აქვს. სტუდენტები უნივერსიტეტში შესვლის მომენტში ირჩევენ სპეციალობას საკმაოდ ფართო გაგებით (მაგალითად: ლინგვისტიკა, მათემატიკა, ხელოვნება, და ა.შ). სწავლის პროცესში კი თქვენ გექნებათ საშუალება, აირჩიოთ თქვენთვის მისაღები ვიწრო სპეციალობა (Major). სწავლის პროცესში შეგიძლიათ ამ სპეციალობის გამოცვლაც. ამიტომ, უნივერსიტეტის შერჩევის დროს, შეეცადეთ, განსაზღვროთ თქვენი ზოგადი ინტერესები და დააკვირდით, თუ რამდენად ემთხვევა თქვენი ინტერესები უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ სპეციალობებს.

• დაუკავშირდით შერჩეული უნივერსიტეტის შესაბამის სამსახურს და
  მოითხოვეთ უნივერსიტეტში დაშვებისა და ფინანსური დახმარების მისაღები
  სააპლიკაციო ფორმები.
• მოიძიეთ ინფორმაცია ფინანსური დახმარების არსებული პროგრამების შესახებ.
  მიუხედავად სწავლის მაღალი საფასურისა, პრესტიჟული უნივერსიტეტები
  შედარებით იოლად გამოყოფენ თანხებს განსაკუთრებით ნიჭიერი
  სტუდენტების დასაფინანსებლად.
• გაარკვიეთ, თუ რომელი სტანდარტული ტესტის ჩაბარებას ითხოვს თქვენს
  მიერ შერჩეული უნივერსიტეტი (TOEFL, SAT, GRE, GMAT), გაიარეთ
  რეგისტრაცია და დაუყოვნებლივ დაიწყეთ გამოცდებისთვის მზადება,
  რაც საკმაო დროსა და წვრთნას მოითხოვს. ამ ტესტების შედეგებს კი დიდი
  გავლენა ექნებათ თქვენს წარმატებაზე. ჩააბარეთ გამოცდები
  აპლიკაციების გაგზავნამდე.
• ყურადღებით შეავსეთ სააპლიკაციო ფორმები და გააგზავნეთ შერჩეულ
  უნივერსიტეტებში. უმჯობესია, თუ გააგზავნით მოცემულ ვადაზე ბევრად
  ადრე, რათა თავიდან აიცილოთ დაგვიანების ალბათობა.
• დაელოდეთ უნივერსიტეტებიდან დადებით ან უარყოფით პასუხებს.

თუ თქვენ მიიღებთ თანხმობას ორი ან მეტი უნივერსიტეტიდან, აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე მეტად სასურველი სასწავლებელი, დანარჩენ უნივერსიტეტებში კი გააგზავნეთ ზრდილობიანი უარის წერილები.


• დაუკავშირდით უნივერსიტეტის შესაბამის სამსახურს, რათა დაჯავშნოთ
  საცხოვრებელი სასწავლო წლის დაწყებამდე.
• დაუკავშირდით უცხოელ სტუდენტთა მრჩეველს ყველა საჭირო ინფორმაციის
  მისაღებად.
• შეიტანეთ განაცხადი ვიზაზე.
• დაჯავშნეთ თვითმფრინავის ბილეთები.
• მოამზადეთ აუცილებელი ნივთების ნუსხა და შეიძინეთ საჭირო ნივთები.
• აიღეთ ცნობა პოლიკლინიკიდან აცრების შესახებ (წითურა, ყბაყურა და
  წითელა და ა.შ.).
• შეისწავლეთ ამერიკის კულტურა, კანონმდებლობა, განათლების სისტემა,
  ადათ-წესები.
• იკითხეთ ლიტერატურა ინგლისურად. “კვალი”-ს ბიბლიოთეკაში თქვენ
  მოიძიებთ საჭირო ინფორმაციას.