ბაკალავრიატში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის
მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის
ჩვეულებრივ, ბაკალავრიატში მისაღებად ითხოვენ ორ სარეკომენდაციო წერილს, რომლებიც შეიძლება მიიღოთ თქვენი სკოლის დირექტორისგან, სკოლის ან კერძო მასწავლებლისგან, ან ნებისმიერი მასწავლებლისგან, რომელიც კარგად გიცნობთ. სარეკომედაციო წერილში კარგად უნდა იქნას აღწერილი თქვენი სამუშაო უნარ-ჩვევები და შესაძლებლობა, რომ შეძლებთ საზღვარგარეთ სწავლას; პროფესია, რომელსაც გსურთ რომ დაეუფლოთ; თქვენი მომავალი გეგმები და სად გსურთ სწავლის გაგრძელება. ამერიკელი მასწავლებლისგან მიღებულ რეკომენდაციას გარკვეული უპირაეტსობა მიენიჭება.
მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის
უნივერსიტეტების უმეტესობა, სამაგისტრო პროგრამებში სტუდენტების მისაღებად ითხოვენ სარეკომენდაციო წერილებს იმ ლექტორებისგან, რომლებიც უშუაოდ ასწავლიდნენ აპლიკანტს. სარეკომენდაციო წერილებში აღწერილი უნდა იქნეს აპლიკანტის შესაძლებლობები, მისი მიღწევები და უნარ-ჩვევები, დასტური იმისა რომ სტუდენტს შეუძლია ისწავლოს მაგისტრატურაში და ჩაატაროს კვლევა. ეს წერილები მნივნელოვანია იმისათვის, რათა შეძლონ განსაზღვრონ სტუდენტის აკადემიური შესაძლებლობები.


