აშშ-ში სწავლა - აშშ-ს უნივერსიტეტში ჩარიცხვა

თქვენ ჩაირიცხეთ ამერიკის უნივერსიტეტში!
გილოცავთ!
იწყება ინტენსიური მოსამზადებელი პერიოდი  


მაშ ასე, თქვენ ჩაირიცხეთ ამერიკის უნივერსიტეტში - გილოცავთ! მაგრამ ამით აპლიკაციის პროცესი არ დასრულებულა. დაისვენეთ ერთი-ორი დღე, მოიკრიფეთ აზრები და შეუდექით მზადებას. ბევრი საქმე გელით. დამთავრდა ლოდინის პერიოდი და იწყება მზადება ამერიკაში გასამგზავრებლად.


რისი გაკეთებაა ახლა საჭირო:

• თუ რამოდენიმე ჩარიცხვის წერილი მიიღეთ, შეარჩიეთ თქვენთვის
  ყველაზე სასურველი ერთი უნივერსიტეტი;
• არ დაგავიწყდეთ წერილების დაგზავნა ყველა უნივერსიტეტებში,
  საიდანაც მიიღეთ ჩარიცხვის წერილი;
• იზრუნეთ ვიზაზე;
• დაუკავშირდით თქვენ მეგობრებს, ნაცნობებს და სთხოვეთ, დახმარება
  აღმოგიჩინონ ჩასვლის პირველ დღეებში. დახვედრა, ტრანსპორტირება
  და დროებითი საცხოვრებელი აუცილებლად დაგჭირდებათ;
• ასპირანტები დაუკავშირდნენ თავიანთ პროფესორებს და აცნობონ ჩასვლის
   შესახებ;
• მოიძიეთ ფინანსური დახმარება;
• დაჯავშნეთ თვითმფრინავის ბილეთები;
• მოამზადეთ აუცილებელი ნივთების ნუსხა და შეიძინეთ საჭირო ნივთები.
  გთხოვთ, ამას დიდი ყურადღება მიაქციოთ. ბევრ სტუდენტს არა აქვს
  დამოუკიდებელად ცხოვრების გამოცდილება და არ იცის, თუ რა
  არის საჭირო საცხოვრებელი ადგილის მოსაწყობად;
• აიღეთ ცნობა პოლიკლინიკიდან აცრების შესახებ ( Measles, Mumps and Rubella -
  წითურა, ყბაყურა და წითელა). ამ ცნობის წარდგენა დაგჭირდებათ
  უნივერსიტეტში სამედიცინო რეგისტრაციისთვის;
• გაიღრმავეთ ინგლისური ენის ცოდნა. უმაღლესში ჩარიცხვის წერილი კარგი
  სტიმულია ენის ცოდნის გასაღრმავებლად. გახსოვდეთ, რა კარგადაც არ უნდა
  იცოდეთ ენა, თუ ამერიკაში არ გიცხოვრიათ 2-3 წელი, თქვენი ცოდნა
  ენობრივი ბარიერის დასაძლევად საკმარისი არ იქნება;
• შეისწავლეთ ამერიკის კულტურა, კანონმდებლობა, განათლების სისტემა.
  იკითხეთ ლიტერატურა ინგლისურად. კვალი-ს ბიბლიოთეკაში თქვენ
  ნახავთ საკმაო ინფორმაციას.