ფინანსური
დახმარების
მიღება
აშშ-ში ჩასული
უცხოელი
სტუდენტებისთვის
საკმაოდ
რთულია.
ფინანსური
დახმარების
უფრო
დიდი
შანსი
ეძლევათ
ასპირანტებსა
და
ხარისხის
მაძიებლებს,
ვიდრე
ჩვეულებრივ
სტუდენტებს,
ვინაიდან
ფინანსური
დახმარების
მიღება
ემყარება
სტუდენტის
აკადემიურ
მოსწრებასა
და
ფინანსური
მხარდაჭერის
აუცილებლობას.
უნივერსიტეტისგან
მიღებული
ფინანსური
დახმარება,
უმეტეს
შემთხვევაში,
ფარავს
მხოლოდ
სწავლის
ხარჯებს.
ბაკალავრიატის სტუდენტებისტვის - Undergraduate
ფინანსური
დახმარების
მიღების
უფრო
მეტი
შანსი
ეძლევა
სტუდენტს,
რომელსაც
გააჩნია:
არსებობს
ფინანსური
დახმარების
მიღების
რამდენიმე
საშუალება:
Merit Based
Scholarship - დამყარებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე, ფინანსური დახმარების საჭიროების მიუხედავად. სტუდენტს არ ეკისრება სამსახურეობრივი, ან თანხის
დაბრუნების
ვალდებულება.
Need Based Scholarship
- მიიღება
ფინანსური
დახმარების
აუცილებლობის
შემთხვევაში
და
დამყარებულია
აკადემიურ
მოსწრებაზე.
Athletic Scholarship -
ეძლევა
განსაკუთრებული
სპორტული
მონაცემების
მქონე
სტუდენტებს,
გარკვეული
აკადემიური
მოსწრების
გათვალისწინებით.
Part-Time Campus
Employment
- სტუდენტს ეძლევა მუშაობის საშუალება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე კვირაში
გარკვეული
საათების
განმავლობაში.
ზოგიერთი
სასწავლებელი
მოითხოვს
ასეთ
მუშაობას
ყველა
სტუდენტისაგან
და
ამით
განათლების
საფასურს
ამცირებს.
Co-Operative Programs
- ასეთი
პროგრამები
საშუალებას
აძლევს
სტუდენტებს,
რომ
ისწავლონ
და
იმუშაონ
შეთავსებით.
University Loans - სტუდენტებს
ეძლევათ
სესხი,
რომლის
დაბრუნება
უნდა
მოხდეს
უნივერსიტეტის
დამთავრების
შემდეგ
(დსთ-წევრი
ქვეყნების
გარდა).
Advanced Standing
- თუ სტუდენტის
მონაცემები
განსაკუთრებულია
და
მიზანშეწონილად
ჩაითვლება,
მას
ეძლევა
უფლება,
ჩაირიცხოს
სასწავლებელში.
ამასთან
ერთად
სტუდენტს
ეძლევა
ფინანსური
დახმარება
არა
ფულადი
სახით,
არამედ
ხდება
თანხების
შეკვეცა
პროგრამის
ხანგრძლივობის
შემცირების
ხარჯზე.
ბაკალავრის
კურსდამთავრებულთათვის
- Graduate
ფინანსური
დახმარების
მიღების
უფრო
მეტი
შანსი
ეძლევა
უნივერსიტეტის
კურსდამთავრებულს,
რომელსაც
გააჩნია:
• აკადემიური მოსწრების მაღალი დონის დამადასტურებელი საბუთი;
•
სტანდარტული ტესტების
(GRE, GMAT, TOEFL)
მაღალი
ქულები;
• საშუალება, რომ დაფაროს ხარჯების ნაწილი და ესაჭიროება ფინანსური
დახმარება სრული საფასურის დასაფარავად;
• უნივერსიტეტის ძირითად კურსზე
შემოთავაზებული
რომელიმე
საგნის
სწავლების
გამოცდილება,
ან
სწავლების
გასაგრძელებლად
შერჩეული
სფერო;
• სპეციალიზაციის, ან კვლევის
ინტერესის
სფერო
უნივერსიტეტის
არსებულ
ფაკულტეტებს
შორის,
ან
დაფინანსების
კერძო
წყარო;
• ფინანსური დახმარების მიღება შესაძლებელია აშშ უნივერსიტეტებიდან,
კერძო
ფონდებიდან,
აშშ
მთავრობის
სააგენტოებიდან,
საზოგადოებრივი
ორგანიზაციებიდან,
კერძო
კომპანიებიდან
და
სხვ.
Scholarships
- დამყარებულია
აკადემიურ
მოსწრებაზე.
უმეტესად
არ
საჭიროებს
თანხის
უკან
დაბრუნებას.
ხდება
სწავლის
საფასურის
სრული
ან
ნაწილობრივი
დაფარვა.
Fellowships - დამყარებულია
აკადემიურ
მოსწრებაზე
და
არ
გააჩნია
სწავლების,
ან
სამეცნიერო
კვლევის
აუცილებლობა.
ხდება
სწავლის
საფასურის
სრული
დაფარვა
და
სტიპენდიის
მიღება.
Grants - გაიცემა
ფინანსური
საჭიროებისა
და
მოსწრების
საფუძველზე
მუშაობისა
და
სამეცნიერო
კვლევის
ვალდებულების
გარეშე.
Teaching Assistantships
- დამყარებულია
აკადემიურ
კვალიფიკაციაზე.
სტუდენტი
ვალდებულია
იმუშაოს
კვირაში
15-20 საათი,
წაიკითხოს
ლექციები,
შეასწოროს
სტუდენტთა
ნაწერები,
უხელმძღვანელოს
პრაქტიკულ
მეცადინეობებს
და
ა.შ. ამ სამუშაოში
გაიცემა
ხელფასი
ან
სტიპენდია.
Research Assistantships
- დაფუძნებულია
აკადემიურ
კვალიფიკაციასა
და
სამეცნიერო
კვლევის
ჩატარებაზე.
სტუდენტი
ასისტენტობას
უწევს
ფაკულტეტის
თანამშრომელს
სამეცნიერო
კვლევაში
და
იღებს
ხელფასს
ან
სტიპენდიას.
Administrative
Assistantships - დამყარებულია აკადემიურ კვალიფიკაციასა და ფინანსურ
საჭიროებაზე.
სტუდენტი
ვალდებულია
იმუშაოს
კვირაში
10-20 საათი
უნივერსიტეტის
ადმინისტრაციულ
სფეროში
და
იღებს
ხელფასს.
სხვადასხვა
- ფინანსური
დახმარება
ფონდებიდან,
სამთავრობო
სააგენტოებიდან,
კერძო
ორგანიზაციებიდან
და
კომპანიებიდან.
სხვადასხვა
სახის
ფინანსური
დახმარება
აკისრებს
სტუდენტს
სხვადასხვა
ვალდებულებას
სწავლების,
მუშაობის
თუ
სამეცნიერო
კვლევის
სფეროში.