ბიბლიოთეკა - კომპიუტერები

კვალის საინფორმაციო - საგანმანათლებლო ცენტრის ბიბლიოთეკა აღჭურვილია ინტერნეტში ჩართული კომპიუტერებით. ინტერნეტით სარგებლობა, სააპლიკაციო პროცესის წარმართვის მიზნით, შეუძლიათ აშშ-ში სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.

 

სტანდარტულ ტესტებზე სავარჯიშოდ განკუთვნილია რამდენიმე კომპიუტერი, გამართული სპეციალური პროგრამით.

 

    კომპიუტერით სარგებლობამდე საჭიროა რეგისტრაცია ინსტრუქტორთან.
    ინტერნეტით სარგებლობა უფასოა და მუშაობა, წინასწარი ჩაწერის გარეშე,
       შეუძლია ყველა მსურველს - დროის ლიმიტირებული მონაკვეთით –       
       1 საათი დღეში.
    თითოეულ კომპიუტერთან მუშაობა ნებადართულია არაუმეტეს ორი
       მომხმარებლისათვის.