ბიბლიოთეკა - ბიბლიოთეკის შესახებ

სამკითხველო დარბაზი კვალის ცენტრის მთავარი კომპონენტია.

 

დარბაზი მუშაობს კვირაში 6 დღე და ემსახურება აშშ-ში სწავლის გაგრძელების ყველა მსურველს.

 

სამკითხველო დარბაზში არსებული წიგნებით სარგებლობა შეუძლიათ სტუდენტებსა და ყველა დაინტერესებულ პირს – თვითმომსახურების პრინციპით.

 

კვალის ბიბლიოთეკა მუდმივად განახლებადია, მოთხოვნის შესაბამისად ემატება აშშ-ს უნივერსიტეტების ახალი კატალოგები, სტანდარტული ტესტებისთვის მოსამზადებელი სახელმძღვანელოები, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ცნობარები, და სხვა.

 

კვალის ცენტრში სტანდარტული ტესტების ჩაბარება არ ხდება, მაგრამ ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას, თუ სად და როდის შეიძლება ამ ტესტების ჩაბარება.

 

ასევე შეგიძლიათ მიიღოთ სტანდარტული ტესტების სარეგისტრაციო ბიულეტენები.

 

ბიბლიოთეკით სარგებლობამდე საჭიროა რეგისტრაცია ინსტრუქტორთან.

 

 

 

სამუშაო საათები
ორშაბათი – პარასკევი : 10:00 - 17:00
შაბათი : 11:00 - 15:00